„როდესაც გგონია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ყველა შესაძლო ფსკერი ჩაანგრია, მაშინვე, იქვე ჩნდება ტვ პირველად მონათლული ტვ უკანასკნელი და გაჩვენებს, რომ თურმე კიდევ უფრო ქვევით დაცემაც შეუძლიათ“- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თითქოს „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხს გასცემენ“.
გეგეჭკორი წერს, რომ თავად იმდენად არიან ჩაძირულები სიბინძურესა და ანგარებაში, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ვინმეს უბრალოდ, უანგაროდ უყვარდეს საკუთარი სამშობლო და ხალხი.
„ტელევიზია, რომელიც სრულად იმართება მათი მევახშე დამფინანსებლის, სასამართლოს მიერ არაერთგზის თაღლითად გამოცხადებული მამუკა ხაზარაძის მიერ, პირდაპირ გულისამრევ ცილისწამებაზე გადავიდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახსრებით გადაარჩინა ქართული კულტურული მემკვიდრეობა; ააშენა და აღადგინა ასობით ეკლესია-მონასტერი, თეატრები, სკოლები, უნიკალური პარკები; გადაარჩინა ათასობით ადამიანი, გასწია ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად მოაცილა ამ ქვეყანას ჯალათების რეჟიმი, მილიარდები დახარჯა საკუთარი ქვეყნის უანგარო მსახურებაში.
სადღაც ფსკერზე კი დგას მამუკა ხაზარაძე – კაცი, რომლის სახელიც ათასობით ოჯახის გაუბედურებასთან, სახლებიდან გამოსახლებასთან და დაუნდობელ მევახშეობასთან ასოცირდება. ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა.
და ახლა, ეს დადასტურებული თაღლითი, თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით, ცდილობს ჩირქი მოსცხოს უპრეცედენტო, ისტორიულ ქველმოქმედებას! რა არის ეს, თუ არა მორალური ფსკერის საბოლოო და შეუქცევადი ჩალეწვა?
თავად იმდენად არიან ჩაძირულები სიბინძურესა და ანგარებაში, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ვინმეს უბრალოდ, უანგაროდ უყვარდეს საკუთარი სამშობლო და ხალხი. მათ უნდათ, რომ ყველა და ყველაფერი საკუთარ, მიწასთან გასწორებულ მორალურ დონეზე დაიყვანონ, რადგან სხვისი კეთილშობილების ფონზე მათი სიმახინჯე კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.
მაგრამ ტყუილად ირჯებიან. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის. ისტორიას ვერცერთი დაკვეთილი სიუჟეტი და ვერცერთი გაყიდული ჟურნალისტი ვერ გადაწერს. სიმართლე ერთია: ერთის სახელი ისტორიაში რჩება როგორც უდიდესი ქველმოქმედის და აღმშენებლის, მეორესი კი – თუ საერთოდ შევა ისტორიაში, შევა როგორც ჩვეულებრივი თაღლითი და მევახშე!“- წერს გეგეჭკორი.

