რატი იონათამიშვილი ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერებს შორის არსებული ურთიერთდაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიცია, რომელიც არის ამორალური, სინამდვილეში ერთმანეთის მიმართ ზიზღით არის გამსჭვალული. რა თქმა უნდა, ეს ზიზღი და ურთიერთდაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება მათში. მათ უნდოდათ ჩვენი ქვეყნის რადიკალიზაცია და საკუთარ რიგებში მიიღეს ეს. ამიტომ, ამ კანონზომიერებას ვუყურებთ. მათ დაიმსახურეს, ამ მდგომარეობაში ყოფნა“, – აცხადებს იონათამიშვილი.
კომენტარები
