წინა წლებს რომ გადავხედოთ, ეს აქტორები ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ და მათთან აფილირებული, მათი პარტნიორი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატმა კომენტარი გიგი უგულავას Facebook-პოსტთან დაკავშირებით გააკეთა.
„ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. პირდაპირ ეთერებს უთმობდნენ ისეთ უვარგის ადამიანებს, რომლებიც ლანძღავდნენ პატრიარქს. ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ოპოზიციის მხრიდან ეკლესიასა და პატრიარქზე შეტევა გრძელდება. სოციალურ ქსელში განხილვის საგანია გიგი უგულავას სტატუსი, რომელიც პატრიარქს შეურაცხყოფს.
