ისინი ვიღაცის დასანახად, რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.
მისი შეფასებით, რეალურად ეს შეხვედრები ფასადურია.
„როგორც ჩანს, მათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრის ეშინიათ. ეს მოწმობს იმას, რომ ისინი ვიღაცის დასანახად, რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს. ეს შეხვედრები არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ანგარიშგებისთვის მოწყობილი, რომ დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედითო“, – აცხადებს სეფაშვილი.
კომენტარები
