ვინმეს თუ არ აქვს უფლება, ქართულ ეკლესიაზე ისაუბროს, პატიმარი სააკაშვილია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას ახსოვს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილი ებრძოდა ქართულ ეკლესიას, ამით ებრძოდა ქართველობას და ეროვნულ იდენტობას.
„კარგად გვახსოვს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილი ებრძოდა ქართულ ეკლესიას, რადგან ამით ებრძოდა ქართველობას და ეროვნულ იდენტობას. გვახსოვს ისიც, სააკაშვილი წმინდანებზე როგორ საუბრობს. ვიცით, როგორ გამოირჩევა სიძულვილით ეკლესიის მიმართ. სააკაშვილი რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მისთვის მით უარესი იქნება. ის იმ სათქმელს ამბობს, რისი თქმისგანაც ფარისევლობის თუ სხვა მიზეზების გამო რადიკალური ოპოზიცია თავს იკავებს. სააკაშვილის რიტორიკა რადიკალური ოპოზიციის განწყობებს ააშკარავებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
