ციურ სხეულს პონტიფიკოსის დაბადების სახელი ჰქვია – ჯოაკინო პეჩი
კოსმოსში არსებული ასტეროიდი ამიერიდან ყოფილი პაპის, ლეო XIII-ის სახელს ატარებს. ამ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ციური სხეული მზის გარშემო ახლა უკვე ბრუნავს თავისი ახალი სახელით (858334) Gioacchinopecci – ჯოაკინო პეჩის პატივსაცემად, რომელიც, მოგვიანებით, რომის პაპი ლეო XIII (1810–1903) გახდა.
ეს იტალიელი სასულიერო პირი იყო რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი სოციალური ენციკლიკის – ყველა ეპისკოპოსისთვის გაგზავნილი პაპის სახელმძღვანელო წერილის – ავტორი. პაპი ლეო XIII ასევე ცნობილია როგორც „მშრომელთა პაპი“ – ასე მას მოქმედი პაპი, ლეო XIV მოიხსენიებს.
ლეო XIII-ის მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ვატიკანის ობსერვატორია, რომელიც მან დააარსა. ამ ობსერვატორიის ტელესკოპების გუმბათები აღბეჭდილია XX საუკუნის დასაწყისის ფოტოებზე, რომლებიც ვატიკანის კედლებზე იყო გამოკრული.
ასტეროიდი, რომელიც ყოფილი პაპის სახელს ატარებს, ლიეტუველმა ასტრონომმა კაზიმირას ჩერნისმა და ვატიკანის ობსერვატორიის ასტრონომმა, მამა რიჩარდ პ. ბოილმა აღმოაჩინეს.
ლეო XIII არ არის პირველი პაპი, რომლის სახელიც ასტეროიდს ეწოდა – ყოფილი გერმანელი პაპის, ბენედიქტე XVI-ის (1927–2022) დაბადების სახელს ატარებს მცირე პლანეტა (8661) Ratzinger-ი.
კიდევ ერთი ასტეროიდი კი გრიგორიანული კალენდრის შემქმნელის, პაპ გრიგოლ XIII-ის (1502–1585) დაბადების სახელის მატარებელია.
https://bntnews.bg/news/asteroid-beshe-krasten-na-papa-lav-xiii-1391058news.html
