გაერო-ში ჩინეთის ელჩი ფუ ცონგი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას და ცეცხლის შეწყვეტა უნდა შენარჩუნდეს.
„ყველაზე სასწრაფო საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაა. ის უნდა გაგრძელდეს და ორივე მხარეს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკება უნდა წარიმართოს“, – განაცხადა გაერო-ში ჩინეთის ელჩმა.
ფუ ცონგის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნა ორივე მხარის ვალდებულებაა.
„ირანმა ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები უნდა მოხსნას და აშშ-მა საზღვაო ბლოკადა უნდა გააუქმოს. ძალიან გვაწუხებს ის, რასაც ბოლო დროს ვისმენთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია. საერთაშორისო საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და გამოვიდეს საბრძოლო მოქმედებების განახლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ფუ ცონგმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის ჩინეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ სრუტე ვიზიტის დროისთვის კვლავ დახურული თუ იქნება, ეს საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში პირველ ადგილზე დადგება.
ფუ ცონგმა ასევე უარყო ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებები ჩინეთისა და ირანის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
