პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, ამ მოვლენებმა გადააფსიხა „დიფ სთეითი“.
„რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ეს უცხოეთიდან არის გათვლილი. თქვენ იცით, რომ თავად პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში. ნახევარზე მეტი საქართველო ქუჩაში გამოვიდა სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი ხალხის საძირკველი, საფუძველი, იდენტობა არის რწმენა, ოჯახური ღირებულება. ამ მოვლენებმა გადააფსიხა უცხოეთი, ვგულისხმობ „გლობალური ომის პარტიას“, იგივე „დიფ სთეითს“. იქიდან დავალება დავალებაზე წამოვიდა, რომ ზუსტად იმ საფუძველს დაარტყან, განხეთქილება შეიტანონ, რითაც იყო ყოველთვის გაერთიანებული ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა მან.
