აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გერმანიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ეს თავდაპირველად დაგეგმილ 5 000 ჯარისკაცზე ბევრად მეტი იქნება. აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ და ეს შემცირება ბევრად მეტი იქნება, ვიდრე 5000 სამხედრო“,- განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი„საშინლად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის“.
გერმანიაში ამჟამად 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი კონტინგენტია.
