ისრაელის არმიის რადიო იტყობინება, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ოკუპაცია 59%-მდე გაზარდა და პალესტინის ანკლავზე რეიდების სავარაუდო განახლებისთვის ემზადება.
რადიოსადგურის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე, ისრაელი სექტორის 53%-ს აკონტროლებდა.
თავის მხრივ, პალესტინურმა ორგანიზაცია „ჰამასი“ ამტკიცებს, რომ ისრაელის არმიას ღაზის ანკლავის 60%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული.
ისრაელის არმიის რადიოს კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, მაღალი რანგის სამხედრო მაღალჩინოსნები „ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ „ჰამასის“ საბოლოოდ დასამარცხებლად საუკეთესო დრო სწორედ ახლაა“.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლების მიზნით სამხედრო მზადების გაძლიერების შესახებ. ხაზი გაესვა იმსაც, რომ ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში თავისი ძალები შეამცირა და ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბრიგადების ტაქტიკური გადაჯგუფება მოახდინა.
ეს განცხადებები ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებისა და დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმების ფონზე გაკეთდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას წერტილი უნდა დაესვა ღაზაში ისრაელის ორწლიანი შეტევისთვის, რომელსაც 72,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 172,000 კი დაიჭრა. ამასთან, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი.
