კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებით, 26 მაისს სამინისტროს ეგიდით, თბილისა და რეგიონებში ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 დიდ ქალაქში იქნება ფიცის დადება და ეს იქნება ეკლესია-მონასტრების, იმ უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ორბელიანის მოედანზე გასამართი ღონისძიებების პროგრამა, სადაც საბავშვოსთან ერთად მოხდება, ასევე ქრისტიანობის, სამონასტრო ცხოვრების წარმოჩენა. ყველაფერი იქნება წარმოდგენილი. ძალიან დიდი პროგრამით ვართ – ვამუშავებთ. წინასწარ ბევრ რამეს არ ვიტყვით. იქნება გალა-კონცერტები, გასართობი ღონისძიებები“, – აღნიშნა მინისტრმა.
კომენტარები
