როდესაც საქმეში შემოდის სიძულვილის ენა, იქ ჯანსაღი დისკუსიის ადგილი სულ უფრო იკვეცება, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატის თქმით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების მიზანი უპირველესად არის ის, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მათ შორის საკმაოდ მწვავე ფორმებით გამოხატული.
„მაგრამ რასაც ქვია ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენის გამოყენება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კონტრპროდუქტიული იმ მიზნებისა, რაზეც ვთანხმდებით. როდესაც საქმეში შემოდის სიძულვილის ენა, იქ ჯანსაღი დისკუსიის ადგილი სულ უფრო იკვეცება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ინკულიზიურობა მაღალი სტანდარტით უნდა იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოში, რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენ არ მივცეთ გასაქანი და წახალისება სიძულვილის ენის გამოყენებას“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
