გერმანელების 72%-ს არ სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ბუნდესვერი ქვეყნის დაცვას შეძლებს. გერმანიის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებში დარწმუნებულია 17%.
ამასთან, რესპონდენტთა 38% რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს. გამოკითხულთა ორი მესამედი შეშფოთებულია პოტენციური კიბერშეტევებით, დივერსიული აქტებითა, თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციით.
სოციოლოგიური გამოკითხვა გამოცემა Bild-ის დაკვეთით Insa-ს ინსტიტუტმა ჩაატარა, მასში მონაწილეობა 1005-მა ადამიანმა მიიღო.
კომენტარები
