რუსეთთან მომლაპარაკებლად გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ნობელის მშვიდობის პრემია არ სჭირდება, – ამის შესახებ განცხადება ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ლიმასოლში, ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.
„ძალიან ბევრი კარგი ადამიანი არსებობს, ვინც ამ სამუშაოს შეასრულებდა და რაც მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს უბრალოდ რუსეთის მეზობელი. შესაძლოა, ეს იყო სამეული – სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ყოფილი პრემიერ მინისტრები? შეიძლება, ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც ნაკლებად უფრთხიან შედეგს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისეთი ვინმე, ვისაც ნობელის მშვიდობის პრემია არ სჭირდება“, – განაცხადა ბატელმა.
კომენტარები
