გორში მომხდარ ინციდენტზე ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ მსგავსი დანაშაული სისტემურია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, დანაშაულის დროს კანონი მყისიერად მოქმედებს, რაც არის სწორედ იმის პრევენცია, რომ დანაშაულის ჩადენას სისტემური ხასიათი არ მიეცეს.
„სისტემური დანაშაული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება (როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა) ასეთი გახმაურებულ ფაქტების მიჩქმალვას, დამალვას და ხშირ შემთხვევაში ხელოვნური სცენების დადგმას მიმართავდა. მაგრამ როდესაც ხდება გარკვეული დანაშაული და მასზე კანონი და ხელისუფლება მყისიერად მოქმედებს, ეს არის სწორედ პრევენცია, რომ დანაშაული არასდროს არ იქცეს სისტემურ დანაშაულად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
