პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროტესტის ნიშნად, უკრაინული დროშის ტარებასა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს.
პოლონეთის ყოფილი ლიდერის უკმაყოფილება ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერთ-ერთი სამხედრო ნაწილისთვის ვოლინის ტრაგედიის მონაწილე „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭებამ გამოიწვია.
„უკრაინის პრეზიდენტმა, პატივი მიაგო რა „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ბანდიტებს, მაწყენინა მე და ყველა ჩვენს გარდაცვლილ თანამემამულეს. ამიტომაც უკრაინული დროშა მკერდიდან საჯაროდ მოვიხსენი. გავაგრძელებ [უკრაინელი] ერის მხარდაჭერას რჩევებით. პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაზე უარს ვაცხადებ!“, – დაწერა ვალენსამ.
კომენტარები
