სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამშვიდობო სწავლების ცენტრის“ საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო ინიციატივებში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა. მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის როლის გაძლიერებაზე და სტუდენტების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მაკეტის გახსნა და თეატრალური წარმოდგენა – „სოხუმში დაბრუნება“, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა.



















