ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ხუთი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ირანმა ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზაზე მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად დაზიანდა აგრეთვე ბაზაზე განთავსებული MQ-9 ტიპის ორი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, ქუვეითის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ Fateh-110 ტიპის ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მისი ნაწილები ალი-ალ-სალემის ავიაბაზაზე დაეცა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.
კომენტარები
