საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ გამარჯვებას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის.
„არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს!გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას! პირველს პირველებს შორის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
კომენტარები
