აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების ვადის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულზე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შტატების ფინანსთა მინისტრის თქმით, სავაჭრო ზავი, რომლის ვადაც 2026 წლის 10 ოქტომბერს უნდა ამოწურულიყო, 2027 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდება.
„ეს 10 იანვრამდე გახანგრძლივდება, რათა მეტი დრო მოგვეცეს იმის დასანახად, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ეკონომიკურ ფრონტზე“, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
ცნობისთვის, აშშ-მა და ჩინეთმა აღნიშნულ შეთანხმებას გასული წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიაღწიეს. დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები შეამცირეს.
შეგახსებენთ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა.
