კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომელთა შედეგადაც ქვეყანას ახალი მმართველი ეყოლება. მოქმედი პრეზიდენტი გუსტავო პეტროსა კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს, რადგან კონსტიტუცია თანამდებობის ზედიზედ მეორედ დაკავებას კრძალავს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.
გამოკითხვების მიხედვით, გამოკვეთილია 3 ლიდერი – მემარჯვენე ივან სეპედა, ასევე მემარჯვენე აბელარდო დე ლა ესპრიელია და კონსერვატორი სენატორი პალომა ვალენსია.
კომენტარები
