“ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია“- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
როგორც წითლიძე ამბობს, პოლიტიკა არის საერთო ინტერესები, რომლისთვისაც ყველამ თავისი ეგო უკან უნდა დაწიოს.
“პოლიტიკა არ არის ვიღაცას ვიღაცა მოსწონს, ან ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს. არასდროს ყოფილა პოლიტიკა ასე და არ იქნება არასდროს. პოლიტიკა არის საერთო ინტერესები და საერთო ინტერესები რომ უნდა იყოს წინ და საერთო ინტერესებისთვის ყველამ თავისი ეგო უკან რომ უნდა დაწიოს, ამას ჰქვია თანამშრომლობა.”- აღნიშნა წითლიძემ.
კომენტარები
