აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე საპასუხო თავდასხმა დაასრულეს.
როგორც CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკის მხრიდან საპასუხო დარტყმები გუშინ ირანელი სამხედროების მიერ ჰორმუზის სრუტის მიდამოებში Apache-ის ტიპის ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებით იყო განპირობებული.
„შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაასრულა თავდაცვითი დარტყმების მიყენება ირანზე, მთავარსარდლის ბრძანების შესაბამისად, რაც აშშ-ის არმიის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ მოხდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკული მხარის მტკიცებით, საპასუხო თავდაცვითი შეტევის დროს, სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სახმელეთო კონტროლის სადგურები და ჰორმუზის სრუტესთან ახლოს განლაგებული სათვალთვალო რადარები.
„აშშ-ის შეიარაღებული ძალები არიან ფხიზლად და გაუმართლებელი ირანული აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არიან“, – დასძინეს ცენტრალურ სარდლობაში.
