მოქალაქე მამია კვირკველიას, რომელმაც შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, სასამართლომ ოთხი ათასი ლარი შეუფარდა. კვირკველია პროცესზე არც გუშინ გამოცხადდა და არც დღეს, ისევე როგორც მისი უფლებადამცველი. ეს ფაქტი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია.
„მისი განცხადება ახლოსაც არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა. სასამართლოზე არგამოცხადება უპატივცემულობად ჩაითვალა, ამიტომ მაქსიმალური სახდელი დაეკისრა“, – აღნიშნა მოსამართლე დავით მაკარაძემ.
კომენტარები
