საფრანგეთი არ არის წინააღმდეგი, ევროკავშირისგან ფარულად მოსკოვთან კონტაქტები მოითხოვოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია შუამავლობა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს განცხადება პარიზის სინდისზე იყოს, რომელიც თავად არ არის წინააღმდეგი მოსკოვთან ბრიუსელისა და ყველა დანარჩენისგან ფარულად დისკრეტული კონტაქტების მოთხოვნისა“, – განაცხადა ლავროვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ორ ბანაკად გაიყვნენ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიერ რუსეთთან კონტაქტის დამყარების მცდელობის გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი პოზიციაა, რომ ახლა კრემლთან კომუნიკაციისთვის შესაფერისი დრო არ არის და როდესაც ეს მომენტი დადგება, ინიციატივა „ევროპულმა სამეულმა“ (საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი) უნდა აიღოს.
