საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Pleased to meet with H.E. @edmondocirielli, Deputy Minister of Foreign Affairs and International Cooperation of the Italian Republic. We discussed bilateral relations and explored opportunities to further deepen political and economic cooperation between 🇬🇪 and 🇮🇹. pic.twitter.com/kV5Q2YPE0p
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 23, 2026
