ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი მონიკა გარსია გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ „ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა“.
„ტრამპი ესპანეთს საშინელ პარტნიორს უწოდებს, რადგან ის არ ემორჩილება შანტაჟს ან მუქარას, ჩვენ ვართ სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მრავალმხრივობა და მშვიდობა. საშინელებაა დიპლომატიის გაიგივება ბანდიტიზმთან“, – წერს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა და ამ ქვეყანასთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
კომენტარები
