თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ იიოსეფ პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ავტომობილები, რომლებიც აღნიშნული საგზაო მონაკვეთით უკავშირდებოდნენ ახალი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას, შემოვლას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები იმავე მარშრუტის გამოყენებით მოხვდებიან მარშალ იოსიფ პილსუდსკის გამზირზე.
კომენტარები
