ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გიორგი ცაგარეიშვილის საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა. ცაგარეიშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო.
სასამართლომ ათასი ლარით დააჯარიმა დავით გეგუჩაძე, სამართალდამრღვევი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის, ანი კაკიაშვილის განცხადებით, ცაგარეიშვილმა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი აღიარა და და მოინანია. მისივე თქმით, მეორე სამართალდამრღვევს – გეგუჩაძეს სახდელის სახით ჯარიმა განესაზღვრა და ასევე, 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.
კომენტარები
