10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, – განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
„ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.
კომენტარები
