კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს ნიკა კაპანაძე, რომელსაც პატიმრობა პალატაში შეუფარდეს. ის 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ასევე პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, ოთხი მუხლითაა ბრალდებული.
პროკურორის განმარტებით, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ დაკავებულს ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.
22 ივლისს, საღამოს ვერაზე, კაპანაძემ ოთხ ახალგაზრდასთან შელაპარაკების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით რამდენჯერმე გაისროლა. ოთხი დაჭრილიდან ერთი მოზარდი, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დაიჭრა კიდევ ერთი ქალი, რომელიც შემთხვევის დროს გადაადგილდებოდა.
კომენტარები
