რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა.
უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
„ჩვენ რწმენის სახით ისეთი ძალა გვაქვს, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება; შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა“, – განაცხადა შიო მესამემ.
კომენტარები
