სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კადრებს “ფეისბუქ გვერდი” “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
კომენტარები
