საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე პროცესები გაიმართა საჩხერის რაიონის სასამართლოში. მოსამართლემ მოქალაქე მერი ლაბაძის საქმეზე იმსჯელა, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს. სამართალდამრღვევი პირი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. მან აღიარა დანაშაული. მოსამართლემ ის 1500 ლარით დააჯარიმა.
დღესვე გაიმართა ალექსანდრე ცერცვაძის პროცესი. ალექსანდრე ცერცვაძე გია ხუხაშვილის შეურაცხყოფისთვის 850 ლარით დაჯარიმდა. სხდომას სამართალდამრღვევი არ ესწრებოდა.
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე იმსჯელა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომაც. მოსამართლემ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე ზაზა ხორავა 500 ლარით დააჯარიმა.
1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე თეიმურაზ მალანიაც, რომელმაც ფეისბუქ-კომენტარის სახით შეურაცხყოფა მიაყენა თეა წულუკიანს. სიძულვილის ენის ავტორი შეურაცხყოფას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
