პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი ციხიდან გამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს.
„მგონი, უფრო ადმირალ ნელსონად გამოხვალ, ნილოსის ომში წახვალ და ნაპოლეონს დაამარცხებ, გამარჯვებულო მთავარსარდალო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ჩამკეტეთ, რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა ციხიდან პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ ფუნქციას“.
კომენტარები
