მუშაობა მიმდინარეობდა განსაკუთრებით გაეროში, განსაკუთრებით გააქტიურდა ეს მცირე ოკეანეთის ქვეყნების ვიზიტები საქართველოში, მთელი დელეგაციები ჩამოვიდა რამდენჯერმე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები.
„საინტერესო იყო ყველა დისკუსია და უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები, რომელიც ნამდვილად არ ითვალისწინებს კვაზი წარმონაქმნთან პოლიტიკურ ურთიერთობას. სახელმწიფოსთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
კომენტარები
