ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დღეიდან აღარ მისცემენ თავშესაფარს იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავშესაფარს მხოლოდ ის უკრაინელი მამაკაცები მიღებენ, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მათ სამხედრო ვალდებულება მთლიანად აქვთ მოხდილი.
ამისთვის მათ მოუწევთ სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის „რეზერვ+“ მეშვეობით შეიყვანონ პირადი მონაცემები და დაადასტურონ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან.
ამასთან ერთად, უკრაინელებისთვის, რომლებიც უკვე სარგებლობენ თავშესაფრის სტატუსით, არაფერი შეიცვლება. მათი სტატუსი 2028 წლის 4 მარტამდე ავტომატურად გახანგრძლივდა.
კომენტარები
