პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის, მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება.
როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რომელი ნაციონალობის ადამიანს მიაქირავებენ ან მიყიდიან ბინას, პრობლემა თავად ეს ადამიანები არიან.
„მიშა მშვილდაძეა პრობლემა, რომელიც ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქებისგან აქვს სარგებელი. პრობლემა არის ლაკა ხოშტარია, რომელიც ასევე პირდაპირ რუსეთისგან ფინანსდება, ასევე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე და სხვები. ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია იქმნებოდა ოპოზიციის პოლიტიკა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
რეესტრით ირკვევა, რომ მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საბურთალოზე, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა. ცნობილია მათი ვინაობაც: ანტონ პასინკოვი და იანა სლავკინა. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დგინდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ჯერ სწორედ მიშა მშვილდაძეა, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეები.
