გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში განახორციელეს. საჰაერო თავდასხმის შედეგად ხარკოვში 10-სართულიანი შენობა დაზიანდა, არის მსხვერპლიც.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
მისივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ოდესის მიმართულებითაც, სადაც რუსულმა ძალებმა ბალისტიკური და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვეს. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
კომენტარები
