თურქეთი აპირებს, უკრაინას მიჰყიდოს ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები და HIMARS-ის რეაქტიული ჭურვები. ამის შესახებ ცნობილი ხდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილი შეტყობინებიდან, რომელიც კონგრესის ბიულეტენში 6 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საუბარია, შეიარაღების დიდ პარტიაზე, რომელშიც შევა, როგორც ზალპური ცეცხლის სისტემები და რაკეტები, ასევე ტაქტიკური შეიარაღება, მათ შორის 12 ერთეული M270 HIMARS-ი და მისთვის განკუთვნილი 2 500-ზე მეტი რაკეტა, ასევე 47 000 ერთეული კასეტური საარტილერიო ჭურვი, ასევე 70 ერთეული რაკეტა ATACMS-სთვის.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული შეიარაღების გასაყიდად, თურქეთმა ვაშინგტონის ნებართვა უნდა მიიღოს. როგორც შტატებში აცხადებენ, ისინი მზად არიან, დაამტკიცონ ეს გარიგება.
კომენტარები
