[2008 წლის აგვისტოს ომის] დასრულებიდან მალევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა PACE-ს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალა ომის დაწყება ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, რადიკალური ოპოზიციის წევრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს დადგნენ.
„მაშინ როცა ქართულ სახელმწიფოს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას სცოდნოდა, რომ რუსეთი აგრესორი იყო, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათი პატრონების დავალებით ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთი ხელისუფლებას აჩუქა და გადასცა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. საქართველოს ომის დასრულებიდან მალევე მათ დაუჭირეს მხარი PACE-ს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს ომის დაწყება ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს. 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, ნაციონალური მოძრაობა და რადიკალური ოპოზიციის წევრები დადგნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ორივე შემთხვევაში მათ უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს და თავიანთი პატრონების დავალებით დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ფაღავამ.
