გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ ჩემია და გოგა ხაინდრავა.ისინი გიორგი ბარამიძეს ტყუილში ამხელენ და ამბობენ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსი ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით – მიზანმიმართული პროვოკაციაა.
საქმეზე რამდენიმე პირის გამოკითხვა პროკურატურაში დღესაც იგეგმება.
„ასეთ უდროო დროს, არასაჭირო მომენტში, ამ თემას რომ იწყებ, ეს ახალი პროვოკაციის დასაწყისია. სამუდამო უნდა მიესაჯოს იმ ნაძირალას“, – განაცხადა ომის ვეტერანმა, მალხაზ ჩემიამ.
კომენტარები
