დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი სახლისკენ მიემართება, რათა ოჯახს დაუბრუნდეს – გილმანი უერთდება 100-ზე მეტ ამერიკელს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაათავისუფლა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
„ჩვენ მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის გილმანის გასათავისუფლებლად და იმისათვის, რომ მისცა მას საშუალება, მიიღოს აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა აქ, შეერთებულ შტატებში.
მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ ამ პოზიტიურ ნაბიჯს, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ უსამართლოდ დაკავებული ყველა სხვა ამერიკელის დაუყოვნებლივ დაბრუნებას, მათ შორის უკანონოდ დაკავებული სტივენ ჰაბარდის დაბრუნებას. პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება“, – დასძინა მან.
Today, after more than four years of detention in Russia, Robert Gilman is on his way home to be reunited with his family. Mr. Gilman joins over 100 Americans whom President Trump has freed during his second term in office.
We thank Russia for working with Special Envoy Steve… pic.twitter.com/tw9zDX6IMu
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) August 11, 2026
