გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია.
ქვეყანაში მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) დირექტორის, ნილს გრედეს თქმით, გადარჩენილთა სურსათით უზრუნველყოფა „კატასტროფის შემდგომ პირველსავე დღეებში გადამწყვეტია“.
სულ რაღაც ორი თვის წინ ვენესუელაში ზუსტად იგივე გამოცდილება მივიღეთ – ნანგრევების წმენდა და სიცოცხლის გადარჩენა. თუმცა ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, უკვე სასურსათო დახმარების გაწევა გახდება საჭირო.
ჰუმანიტარული ტვირთების კოლუმბიაში ჩატანას ისიც ართულებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ექვსი აეროპორტი დახურულია, რაც მომდევნო დღეებში ლოგისტიკურ პროცესებს დამატებით დაბრკოლებებს შეუქმნის.
კომენტარები
