აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამერიკის მოქალაქის, ყოფილი საზღვაო ქვეითის, რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტის ჰუმანიტარული შეწყალებისთვის და ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის“, – წერს უიტკოფი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, რობერტი შტატებში 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრუნდება, რაშიც დიდი წვლილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიუძღვის. უიტკოფმა აღნიშნა, რომ ტრამპი გააგრძელებს ყოველდღიურად ბრძოლას, რათა საზღვარგარეთ დაკავებული ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდეს სამშობლოში.
„დღეს საღამოს, დიდი პატივი მქონდა, მივსალმებოდი რობერტ გილმანის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ. რობერტი პატრიოტია – ყოფილი აშშ-ის საზღვაო ქვეითი, რომელიც ჩვენს ქვეყანას პატივით ემსახურებოდა. ახლა მას საბოლოოდ შეუძლია, დაუბრუნდეს ოჯახს და მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება. მისი დაბრუნება დონალდ ტრამპის არაჩვეულებრივი ლიდერობისა და ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებისადმი ურყევი ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს ყოველდღიურად ბრძოლას, რათა საზღვარგარეთ დაკავებული ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდეს სამშობლოში“, – წერს უიტკოფი.
ცნობისთვის, რობერტ გილმანი რუსეთში 2022 წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააპატიმრეს.
