კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს რეგიონს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
მისივე ცნობით, ნოვოროსიისკში დრონების ნამსხვრევები 21 საცხოვრებელ სახლსა და ოთხ საწარმოს დაეცა, რის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის განცხადებით, თემრიუკის რაიონში ნამსხვრევები კერძო სახლის ეზოში დაეცა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს.
პარალელურად, რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხერსონში ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.
კომენტარები
