მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დილიდან განახლდა. საგამოძიებო მოქმედებები ხვალაც გაგრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა ის ადგილი შეამოწმეს, რომელსაც გაუჩინარებული მოზარდის დედა ითხოვდა.
„დავრწმუნდი, რომ რა ადგილიც მეეჭვებოდა, ის ადგილი სუფთაა. ასე რომ, ახლა გამოძიება სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ამ ბიჭებს, ექსპერტ-კრიმინალისტებს. მე მოვდიოდი დილით, ისინიც აქ იყვნენ და იწყებდნენ იმ ადგილის დათვალიერებას, რასაც ვთხოვდი“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ 12 წლის წინანდელ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
კომენტარები
