პარი სენ-ჟერმენმა სეზონის პირველი ტიტული მოიგო – უეფას სუპერთასის ფინალში პარიზულმა კლუბმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში პირველი გოლი კვარამ გაიტანა, მან ინგლისელთა კარი მე-20 წუთზე აიღო.
შედეგად, კვარას თამაში ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა 8.3 ქულით შეაფასა.
კვარას შესახებ მატჩის შემდეგ ასტონ ვილას თავკაცმა, უნაი ემერიმ ისაუბრა:
„ჩემი აზრით, კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტია.
ის ფანტასტიკურია. ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო მათ შორის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია.
მან გოლი გაიტანა, როგორც ეს სჩვევია.
ჩვენ შევეცადეთ მის შეჩერებას, მაგრამ ხარისხი, რომელიც მან გამოავლინა, ექსტრაორდინარულია.
გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ არის, მაგრამ მას აქვს ყველაფერი, რაც ამ ჯილდოს მოსაგებადაა საჭირო!“
წყარო: https://isport.ge
კომენტარები
