იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, დედაქალაქ ტოკიოს მახლობლად, ჩიბას პრეფექტურაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
მედიის ცნობით, უხვმა ნალექმა, რომელსაც ხელისუფლება „უპრეცედენტოს“ უწოდებს, 20 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, ხოლო 7 000 მგზავრი ღამით ტოკიოს ნარიტას აეროპორტში დარჩა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეფექტურაში მეხუთე დონის საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა, რაც უმაღლესი ნიშნულია.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმა ქვეყანაში პარასკევს დღის ბოლომდე გაგრძელდება.
კომენტარები
