პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირი დაადასტურა.
მისი თქმით, მსჯავრდებულმა აღიარა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს
„გაჟღერებული მოცემულობაა, რომ სწორედ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ ორ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი. წარმოდგენილი იყო მოწმის განცხადება, სადაც ის უთითებდა, რომ სურვილი ჰქონდა, მისი დაკითხვა დისტანციურად მომხდარიყო.
მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი, პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან.
მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი და ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მოახდინა ამ საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება და გადაცემა“, – აღნიშნა პროკურორმა.
